ავიაკომპანია "აირზენამ" რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსაგან 8, 9 და 10 იანვარს მოსკოვის მიმართულებით ფრენასთან დაკავშირებით თანხმობა მიიღო.
ამის შესახებ ნებართვა "აირზენამ" 31 დეკემბერს 23:00 საათზე მიიღო. ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ ჩარტერულ რეისებზეა. თუ შესაბამისი მოთხოვნა იქნება რეისები 8, 9 და 10 იანვარს სანკტ-პეტერბურგის მიმართულებითაც შესრულდება.
ავიაკომპანია "აირზენა" მზად არის რეისების შესასრულებლად. აირზენას წარმომადგენელთა განცხადებით, ამ დროისთვის ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს.
აირზენაში ვარაუდობენ, რომ რეისები შესრულდება 16, 20 და 24 იანვარსაც.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 2008 წლის აგვისტოში, ომის შემდეგ შეწყდა.