სტატისტიკის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სტატისტიკის დეპარტამენტში განუცხადეს, დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.
ზაზა ჭელიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე გრიგოლ ფანცულაია შეცვალა. ჭელიძეს ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა კი ირაკლი სირაძემ დაიკავა