. თელავის რაიონის სოფელ შალაურში ხიდის რეაბილიტაცია 144 000 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ლიხტენშტეინის ერთ-ერთმა ფონდმა გამოყო.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორმა ვალერი გრემელაშვილმა განუცხადა, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია `თემი და გარემოსთან~ ერთად დამუშავდა.
პროექტი ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და ხიდის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის მაისში უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის გაზაფხულზე, წყალდიდობის დროს, სოფელ შალაურში ხიდიდან მანქანა გადავარდა და სამი ადამიანი იმხვერპლა.