დღეს, 4 იანვარს, 5:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაპუნა (მირზა) დავითაია, საინგილოდან საშობაო არდადეგებზე ჩამოსულ ინგილო ბავშვებს შეხვდება, გაიცნობს მათ და შობა-ახალწელიწადს მიულოცავს. სახელმწიფო მინისტრი სამშობლოში ჩამოსულ ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს.
დავითაია ბავშვებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შენობაში უმასპინძლებს.