დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2009 წლის 1-ლი დეკემბრისათვის 71.4 პროცენტი შეადგინა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1 ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სები-დან აცნობეს, დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.3 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.6 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.1 პროცენტს.