2009 წლის 1-ელ დეკემბერს, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 87.1 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით შემცირდა და 7964.9 მლნ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1512.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 19.0 პროცენტია.
2009 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით