2010 წლის 1-ლი იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციის ახალი ვადები და საფასური მოქმედებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენეს" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თუ აქამდე სარეგისტრაციო მომსახურების საფასური 360 ლარამდე მერყეობდა, 1-ლი იანვრიდან ეს გადასახადი შეადგენს 100 ლარს (მომსახურების მიღება განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში).
ასევე ამოქმედება დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება (ანუ რეგისტრაცია განცხადების წარდგენისთანავე და მისი ღირებულება შეადგენს 200 ლარს).
საკანონმდებლო ცვლილებები ‘'საჯარო რეესტრის შესახებ" და „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში, სამოქალაქო კოდექსსა და მომიჯნავე საკანონმდებლო აქტებში შევიდა.