საახალწლო დღეებს კომპანია "თელასი" სრულ მზადყოფნაში ხვდება. ელექტროენერგიით დედაქალაქის საიმედო და შეუფერხებელ მომარაგებას, კომპანიის გენერალური დირექტორის სპეციალური ბრძანების საფუძველზე, "თელასის" სპეციალისტები 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში უზრუნველყოფენ.
კომპანიის ტექნიკური ექსპლუატაციის სამსახურებისა და აბონენტთა მომსახურების ცენტრების 500-მდე თანამშრომელი მომხმარებელს 31 დეკემბრის 18:00 საათიდან 7 იანვრის 9:00 საათამდე დროის უწყვეტი ციკლით მოემსახურება.
სადღესასწაულო დღეებში "თელასის" საავარიო ბრიგადები გაძლიერებული შემადგენლობებით იმუშავებენ და ყველა შესაძლო პრობლემას ოპერატიულად გადაჭრიან.