საქართველოს ლტოლვილთა გა განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა ფასანაურის, თეთრიწყაროსა და ოქროყანის მეცხვარეებს საახალწლო საჩუქრად ქართული ნაგაზები გადასცა. კობა სუბელიანი პარალელურად კინოლოგიური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა და აღნიშნული ღონისძიება სწორედ კინოლოგიის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კინოლოგიის ფედერაციასთან აქტიურად თანამშრომლობს. აღნიშნული პროგრამის ნაწილია მეცხვარე ქართული ნაგაზისთვის ისტორული ფუნქციების აღდგენა და დედაქალაქიდან სოფელში დაბრუნება.
ღონისძიერბაში ასევე მონაწილებდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენრი გია გიორგაძე.
რაც შეეხება ქართული ნაგაზის თვისებებს, მისი უძველესი ფუნქციაა პატრონის უსაფრთხოების დაცვაა. ქართული ნაგაზი ფარაში შემოჭრილ და განდევნილ მგელს მხოლოდ იქამდე მიჰყვება, სადაც მისი პატრონის მამული მთავრდება. მან ყოველთვის ზუსტად იცის, სად იწყება და სად მთავრდება საზღვარი. 50-იან წლებში საქართველოდან ნაგაზები საჯიშე ეგზემპლარად გაჰყავდათ. აღნიშნული ჯიშის პოპულარიზება და გამრავლება სწორედ კინოლოგთა ძალისხმევით ხდება.