ჩეხურ კომპანია "ბლოკ-ჯორჯიას" "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ მიცემული ვადა ერთ კვირაში ეწურება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა მთავრობის მიერ 2009 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ კომპანიას პროექტის "დანაწევრებული პაკეტი" წარუდგინა.
"პასუხს ერთი კვირის განმავლობაში დაველოდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, "ბლოკ-ჯორჯია" "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტს ჩამოცილდება", - განაცხადა გილაურმა, რომლის განმარტებითაც, ასეთ შემთხვევაში, კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება.