საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2009 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საანგარიშო კვარტალის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 1.5-ჯერ გაიზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების ხარჯზე და 699.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 32.4 პროცენტით გაიზარდა. საპირისპიროდ, საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 16.7 პროცენტით არის მოკლებული. აქედან, გრძელვადიანი ვალი 2.4 პროცენტით, ხოლო მოკლევადიანი ვალი 62.9 პროცენტით შემცირდა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 23.7 პროცენტით შემცირდა.
2009 წლის აგვისტო-სექტემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახორციელა ნასესხობის სპეციალური უფლებების ახალი განაწილება. ამის შედეგად, საქართველომ მიიღო 144 მლნ ნსუ (225 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი). რომლის ასახვაც, ერთის მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, მოხდა სარეზერვო აქტივებში, ხოლო მეორეს მხრივ სხვა ინვესტიციების სხვა გრძელვადიან ვალდებულებებში. აქედან გამომდინარე, 2009 წლის მესამე მეოთხედის ბოლოსათვის ეროვნული ბანკის სხვა ვალდებულებებმა 228.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.