რამდენიმე ქვეყანას პროექტ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" "კოპირება" სურს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის მიერ 2009 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
"ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა ამ პროექტის კოპირების თხოვნით", - განმარტა გილაურმა, რომლის შეფასებითაც, "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებასაც საფუძველი წელს ჩაეყარა.
"ამ პროექტმა სამშენებლო სექტორი გადაარჩინა, მივიღეთ დასაქმებულთა რიცხვის გაზრდა, საბანკო სექტორს საშუალება მიეცა მეტი სესხი გაეცა და კიდევ ერთი დადებითი, რაც ამ პროექტმა უნდა მოიტანოს ისაა, რომ ახალ საცხოვებელს მიიღებს 240-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც ახლა ძველი თბილისის უბანში, ფაქტობრივად დანგრეულ სახლებში ცხოვრობენ", - განმარტა გილაურმა.