საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაძლეულია.
ამის შესახებ გილაურმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მთავრობის მიერ 2009 წელს გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა.
"ეკონომიკური კრიზისი დაძლეულია. ამის თქმის საფუძველს ის პოზიტივი გვაძლევს, რაც ყველა მიმართულებით შეინიშნება. კრიზისი მე-4 კვარტლის დასაწყისიდან დასრულდა", - განაცხადა გილაურმა და აქვე მთავრობის ყველაზე "დიდ გამარჯვებად" "თავისუფლების აქტის" შემუშავება დაასახელა.