ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის შეფასებით მისი უწყება წლევანდელ წელს "კარგი შედეგებით" ასრულებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული წელი იყო როგორც შემოსავლების ისე საბიუჯეტო კუთხით, საბოლოოდ მუშაობას მაინც კარგი შედეგებით ვასრულებთ. შევძელით, რომ ყველა ხარჯი დაფინანსებულიყო და ამ კუთხით არც ერთ უწყებას პრობლემა არ შექმნია", _ განუცხადა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს ბაინდურაშვილმა.
მისივე გაცხადებით, ზუსტი პარამეტრები როგორ დასრულდა 2009 წელი დათვლის პროცესშია, თუმცა აქვე იმედი გამოთქვა, რომ საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით დასრულდება.
აღსანიშნავია რომ სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის წლის ბოლო შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს. მინიტრთა კაბინეტის წევრები პრემიერს მათი უწყებების მიერ წლის განმავლობაში გახორციელებული მუშაობის შედეგებს ჩააბარებენ.