თბილისელ აბონენტებს ბუნებრივ აირზე 2006 წლამდე დარიცხული დავალიანება შესაძლოა ჩამოეწეროთ. შესაბამისი საკითხი განსახლველად მთავრობის დღევანდელ სხდომაზეა გატანილი.
როგორც სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინიტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ განაცხადა, საუბარია 2 მილიონ 800 ათასზე მეტი ლარის დავალიანების ანულირებაზე.
მისივე განცხადებით თბილისელ აბონენტებს აღნიშნული დავალიანება კომპანია "ყაზტრაგაზის" შემოსვლამდე, "თბილგაზის" არსებობის დროს დაუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისისა და კახეთის გაზის აბონენტების გარდა დავალიანების ჩამოწერა დაგეგმილია ელექტროენერგიაზეც. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
ნინო ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მოსახელეობას ელექტროენერგიაზე 2007 წლამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერათ რაც 92,720 ლარზე მეტს შეადგეს.
"საუბარია 562 ათასზე მეტი აბონენტის დავალიანების ანულირებაზე, რომელიც მათ 90 წლებიდან მოყოლებული ყოფილი "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანიისა" და ყოფილი "აჭარის" წინაშე დაუგროვდათ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული არ შეეხება თბილისსა და კახეთის აბონენტებს ვინაიდან დედაქალაქის მაცხოვრებლებს დავალიანება 1999 წელს, კახეთის მოსახლეობას კი 2009 წლის დასაწყისში ჩამოწერათ.