სეპარატისტულ აფხაზეთში, აფხაზ სეპარატისტისტთა ყოფილი ლიდერის ვლადისლავ არძინბას წიგნი გამოსცეს. წიგნის სახელწოდებაა "ჩვენ სიკვდილზე მივდიოდით, იმისათვის რათა გვეცოცხლა".
"წიგნში შესულია აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ინტერვიუები და გამოსვლები", _ იუწყება აფხაზური მხარე.
წიგნი 2000-იანი ტირაჟით გამოვიდა და აფხაზეთში უკვე იყიდება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ვლადისლავ არძინბა 2010 წლის 4 მარტს გარდაიცვალა.