საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრისა და სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კუვეიტში გრძელდება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ სავაჭრო-სამრწველო პალატის ხელმძღვანელს შეიხ ალ-რამინსს. შეხვედრას ესწრებოდნენ სავაჭრო-სამრაწველო პალატაში გაწევრიანებული კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ 2 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყნას შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ. ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია, რომელიც ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა ზაზა მიქაძემ გააცნო. პრეზენტაციას უმხვილესი 50 კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
კუვეიტის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სურვილი, საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები სოფლის მეურნების, უძრავი ქონებისა და ტურიზმის სფეროში. დღესვე ზურაბ პოლოლიკაშვილი სოფლის მეურენეობისა და კვების მრეწველობის დარგის ერთ-ერთ ლიდერი კომპანიის "ხორასი" ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა. კომპანიას აქვს საინვესტიციო ფონდი, რომლის მეშვეობით აპირებს საქართველოში ინესტიციების განხორციელებას. უახლოეს პერიოდში კომპანიის ხელმღვანელობა საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შეიხ მიშელ-აბ საბახმა, რომელსაც ასევე სურს გამოაგზავნოს თავისი წარმომადგენელი აჭარის ზონაში ინვესტიციებს განსახორციელებლად.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრები ქუვეითის უდიდესი საინვესტიციო ფონდის "გლობალ ინვესტმენტ ჰაუზის" და სატრასპორტო კომპანია "აჯილიტთანის" პრეზიდენტებთან. ამ უკანასკნელის წლიური ბრუნვა 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ზურაბ პოლოლიკაშვილის ხელმძღვანელობით კუვეიტში გუშინ გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავაძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ირაკლი მატკავა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ჯემალ ინაიშვილი.