29 დეკემბერს, საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოს განმახორციელებელი კომპანია გახდება ცნობილი. საქართველოს ათასწლეულის ფონდსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოს განხორციელების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 29 დეკემბერს მოეწერება. პროექტის ღირებულება 3,5 მლნ აშშ დოლარია.
ხელშეკრეულების ხელმოწერას ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგური, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
MჩG-ში საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო საპროექტო შესწავლასთან დაკავშირებით წინადადებები შვიდმა კომპანიამ წარადგინა.
სატენდერო პირობების თანახმად, კონტრაქტის ვადა 12 თვით განისაზღვრება.
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო საპროექტო შესწავლასთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი MჩG-მ ივლისში გამოაცხადა.
გაზსაცავის მშენებლობა ნინოწმინდის ნავთობისა და გაზის საბადოს ტერიტორიაზე იგეგმება. ნინოწმინდის საბადოზე ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოს ამერიკული კომპანია "კანარგო ენერჯი ჯორჯია" აწარმოებს. კომპანიას 1996 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება მოპოვებითი სამუშაოს 2021 წლამდე წარმოების უფლებას აძლევს.