აჭარაში მანდარინის კრეფა დღეს დასრულდა. პროცესის დასრულებას ქვეყნის პირველი პირი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელობასთან ერთად პირადად ესწრებოდა.
'
მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი მეციტრუსის ოჯახს მანდარინის დაკერაშიც დაეხმარა, შემდეგ კი მის ხარისხსა დს ექსპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"წელს დსთ-ის ქვეყნებში თითქმის სამჯერ მეტი ციტრუსი გავიტანეთ, ვიდრე შარშან და შარშანწინ. ბელორუსი, ყაზახეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა რუსეთის მიერ ძალიან დიდ ზეწოლის ქვეშ იყვნენ, რომ ჩაეკეტათ ბაზრები ქართული პროდუქციისთვის, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ჩვენ იქ წელს ექსპორტი გავასამმაგეთ. ამიტომ, რუსეთის ემბარგომ ყველა შედეგი ამოწურა - თვითონ ვერ შეჭამენ ჩვენს მანდარინს, მაგრამ შეჭამენ სხვები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან განსაკუთრებული აქცენტი იმ გადაწყვეტილებაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, დსთ-ის ქვეყნების გარდა ქარYთული ციტრუსი ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებსაც აითვისებს. მისი განმარტებით, დაგეგმილია მოსავლის ნაწილის აზიის ქვეყნებშიც გაგზავნაც.