რუსეთის ტრანსპორტის სამინიტროს ინფორმაციით, მათ საქართველოს ავიახელისუფლებას განმეორებით მოთხოვნა გამოუგზავნა ფრენები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ასევე მეორე მოთხოვნა გაუგზავნა ავიაკომპანია "Georgian Airways" და მათ მოსთხოვა დადასრურება იმისა, რომ აღნიშნულ ავიკომპანიას მოსკოვსა და თბილისს შორის საახალწლო დღეებში ჩარტერული რეისების განახორციელებლად ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია.
"საქართველოში მოთხოვნა ხელმეორედ გავუგზავნეთ, ვინაიდან პირველ მოთხოვნაზე პასუხი არ მიგვიღია",_ განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის სამინიტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი პრეზიდენტის განცხადები შემდეგ, ქართულმა ავიაკომპანიამ "Georgian Airways"-მა რუსეთის ტრანსპორტის სამინიტროს მიმართა თხოვნით 26 დან 30 დეკემბერსა და 2010 წლის 6 დან 10 იანვარს მიეცათ თანხმობა მოსკოვსა და თბილისს შორის 10 ჩარტერული რეისი განეხორციელებინათ.
გასულ კვირას რუსეთის ტრანსპორტის სამინიტრომ საქარველოს ავიახელისუფლებას პირველი მოთხოვნა გამოუგზავნა და მათგან გამოითხოვა დასტური იმისა, რომ ქართული მხარე რუსეთის ფედერაციაში 10 ჩარტერული რეისის განსახორციელებლად მზად არის.
ამათან ერთად, რუსულმა მხარემ ასევე შეახსენა ქართულ მხარეს აერონავიგაციაში არსებული დავალიანების გადაუხდელობის შესახებ, რომელიც ქართულ მხარეს 2008 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა დაეფარა. რუსეთის ტრანსპორტის სამინიტროს ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანიების დავალიანება 735 ათას აშშ დოლარს და 489,1 ათას რუსულ რუბლს შეადგენს.
ამასთან ერთად რუსეთი ფედერაციის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა გასულ პარასკევს აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორი ავიამიმოსვლის აღდგენიათვის საჭიროა საქართველოს ხელსუფლების გარანტი ფრენის უსაფრთხოებაზე. ივანოვის თქმით, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, იმიტომ, რომ ამ საუბარია ავიამიმოვლის აღდგენაზე იმ ქვეყანასთან, რომელთანაც რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნია. "ამიტომაც აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის პილოტებისათვის",_ განაცხადა ივანოვმა.
მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისები პირველად, ურთიერთობების გამწვავების გამო 2006 წელს შეწყდა. 2008 წელს მცირე ხნით აღდგა და შემდგომ უკვე რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი აგვისტოს ომის გამო კვლავ შეწყდა.