საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2009 წლის III კვარტალში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 228.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სებ-იდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 8.1 პროცენტით ნაკლებია. 2008 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით კი მიმდინარე ანგარიშის დეფიცი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად, დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა.