საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ `სამელიორაციო პროგრამისთვის~ გამოყოფილი მილიონები არამიზნობრივად გაიხარჯა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კონტროლის პალატაში განუცხადეს, დასკვნის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სისტემის რეაბილიტაციისათვის ახალი მილების ნაცვლად, მეორად ან ამორტიზებულ მილებს იყენებდნენ. `ამიტომაც იყო, რომ მილები რამდენიმე რაიონში დაზიანდა და მოვარდნილმა წყალმა მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა. გარდა ამისა, სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ განხორციელდა ან ისეთი ხარვეზებით და ხარჯების ზრდით შესრულდა, რომ მისი სასარგებლო შედეგის დანახვა შეუძლებელია. ამასთან, ოთხ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დამატებითი 8 მილიონი ლარი დოკუმენტებში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აისახა~, - ნათქვამია კონტროლის პალატის დასკვნაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით სამელიორაციო პროგრამის თავდაპირველი ღირებულება 4 მილიონ 800 ათასი ლარი იყო, მოგვიანებით კი პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით ბიუჯეტი 14 მილიონ ლარამდე გაზარდა.