კრემლში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრა დასრულდა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა და სეპარატისტისტულმა აფხაზეთმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი.
გაფორმებულია შემდეგი ხელშეკრულებები:
"რუსეთის ფედერაციის ფედერალურმა საარქივო სააგენტომ და აფხაზეთის სახელმწიფო საარქივო სამმართველომ თანამშრომელობის მემორანდუმი გააფორმეს.
მოსახლეობის კეთილმოწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მოწყობის სააგენტომ აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების კეთილმოწყობის სფეროში ურთიერთქმედებისა და ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება გააფორმეს.
რუსეთის ფედერაციის მთავრობამ აფხაზეთთან ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტების დაცვისა და რაციონალური გამოყენების შეთანხმება გააფორმეს", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ დოკუმენტები დიმიტრი მედვედევისა და ალექსანდრე ანქვაბის თანდასწრებით გაფორმდა.