ოსმა სეპარატისტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა მოხსნეს. აღნიშნული შეზღუდვა სეპარატისტებმა რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის დააწესეს. განცხადება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის დაწესება რესპუბლიკაში შექმნილ დაძაბულ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული, რომელიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ზოგი კანდიდატის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შეიქმნა", _ განაცხადა მურატ ჯიოევმა და აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ "რესპუბლიკაში ვითარება გამოსწორდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ შეზღუდვის მოხსნის შესახებ".