30-იდან 26 სექტემბრამდე პერიოდში ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით რვა კაცი დააკავეს. დაკავებულთა მოქალაქეობა გავრცელებულ ინფორმაციაში არ კონტრეტდება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ე.წ. საზღვრის დამრღვევთა დაკავება მოხდა: ერთის - ახალგორის რაიონში, ორის - სოფელ დმენისში და ხუთის - ზნაურის რაიონში.
"ყველა მათგანმა საზღვარი სამეურნეო-საყოფაცხოვრებო მიზნებით გადაკვეთა ნათესავების მონახულების მიზნით გადაკვეთა. საქმის დეტალების შემდგომი გარკვევის მიზნით, საზღვრის დამრღვევები სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში არიან გადაყვანილი", _ იუწყება ოსური მხარე.
ამას გარდა, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა ბალთის დასახლებულ რაიონში 10 კაცი დააკავეს. ოსური მხარე არც მათ ვინაობას აკონკრეტებს. მხოლოდ აღნიშნავს, რომ ისინიც საქმის დეტალების შემდგომი გარკვევის მიზნით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში არიან გადაყვანილი.