ცხინვალში რამდენიმე საათით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი როლანდ ქელეხსაევი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. როგორც თავად ქელეხსაევი აცხადებს, დაკავებისას მან იმდენად ძლიერი დარტყმა მიიღო, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში გონი დაკარგა.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ ე.წ. სამართალდამცავები აღნიშნულთან დაკავშირებით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ.
"მილიციის თანამშრომლებმა დამაკავეს და თავში ავტომატის კონდახი ჩამარტყეს. ამის შემდეგ გავითიშე და გონს მხოლოდ მილიციის განყოფილებაში მოვედი", _ აცხადებს ქელეხსაევი და დასძენს, რომ მილიციის თანამშრომლები მისგან მისი პარტიის ბეჭედსა და დოკუმენტებს მოითხოვდნენ.
ქელეხსაევი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკოს" ქელეხსაევის ე.წ. "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის" კანდიდატად დარეგისტრირების საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია.