დღეს, 28 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს საბიუჯეტო ცვლილებები წარედგინება. აღნიშნულილ ცვლილებების მიხედვით, 2010 წლის 1-ლი მარტიდან, თბილისში ყველა კატეგორიის პენსიონერი, საერთო ჯამში კი ჯამში 205 ათასი თბილისელი, 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს.
"1-ლი მარტიდან 250 ათასი თბილისელი მიიღებს 10 ლარით გაზრდილ პენსიას. ყველა კატეგორიის პენსიონერზე გავრცელდება ასევე ის 25-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც წამლის შესაძენად იქნება განკუთვნილი და ასევე, ყველა კატეგორიის პენსიონერზე გავრცელდება სატრანსპორტო შეღავათი _ ნახევარ ფასში ავტობუსითა და მეტროპოლიტენით მგზავრობა. ამ მიზნითაც გამოყოფილია 6 მილიონი ლარი. 2010 წლისთვის თბილისის საპენსიო უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 26 მილიონი ლარი ", _ განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.