6 ოქტომბერს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ანქვაბის ვიზიტი მოსკოვშირუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიწვევის ფარგლებში იმართება.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ ეს ალექსანდრე ანქვაბის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ გადასცა. მატვიენკო სოხუმში ანქვაბის ე.წ. ინაუგურაციის ცერემონიალს ესწრებოდა.