მხატვრული ფილმის „მოსკოვი თბილისი"გადაღებები დასრულდა. ფილმის ავტორებმა „თბილისი მარიოტში" დღეს პრესკოფერენცია გამართეს.
გადასაღებ მოედნად ერთი თვის განმავლობაში საბერძნეთი, მოსკოვი და თბილისი იქცა. კინოსურათი ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სიუჟეტზეა აგებული და მისი რეჟისორები ზაზა მერაბიშვილი და ჯაბა რუაძე არიან.
"პროცესი ძალიან საინტერესი, იყო იმიტომ, რომ ძალიან კარგი მსახიობები გვყავდა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა ეს ყველაფერი და ყველაფერი კარტად მიდის", - განაცხადა რეჟისორმა ზაზა მერაბიშვილმა.
მთავარი როლის შემსრულებელმა ნატო გაგნიძემ აღნიშა, რომ პროფესიული და ადამიანური თვალსაზრისით ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება
"გადაღებების პროცესი ძალიან საინტერესი იყო, იმიტომ რომ საქართველოს გარდა ორ სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა გადაღებები. პროფესიული და ადამიანური თვალსაზრისით ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება", - განაცხადა ნატო გაგნიძემ.
ფილმში მთავარ როლებს ცნობილი ქართველი და რუსი მსახიობები ასრულებენ. ახალი კინოსურათის პრემიერა 2012 წლის შემოდგომაზე შედგება.