ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე წუხელ ღამის სამ საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს "ფორდისა" და მერსედერსის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი. ხუთი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ბათუმის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დაღუპულებიც და დაშავებულებიც სამხედროები არიან. ისინი შვებულებაში იმყოფებოდნენ. დღესვე ბათუმში მყოფ ოთხ დაშავებულს გორის სამხედო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.