რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს.
"ბაბილოსთან დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე გადაიყვანეს საავადმყოფოში," - წერს გუჯა ავსაჯანიშვილი.
როგორც ცნობილია, შაკო მაღრაძე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
13 იანვარს შაკო მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
შეგახსენებთ, 12 იანვარს რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეთა კორპორაციული წვეულება გაიმართა. წვეულების პარალელურად შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. წვეულების დასრულების შემდეგ, მოსამართლეებს შენობის დატოვება პოლიციელთა კორდონის დახმარებით მოუწიათ. ადგილზე პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა.