საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაინაუგურაციო მიღებას დაესწრო.
მიღებაზე ექსკლუზიური მიწვევით იმყოფებოდნენ სალომე ზურაბიშვილი და "ფედერალისტების" ლიდერები, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის მნიშვნელოვან პირებს ქართველი ხალხის თხოვნა გადასცა.
"პატივი მქონდა, დონალდ ტრამპ უმცროსის მოწვევით GOP-ის (რესპუბლიკური პარტიის) წინასაინაუგურაციო მიღებას დავსწრებოდი. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალ ადამინისტრაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელებისთვის ქართველი ხალხის გადაუდებელი თხოვნა გადამეცა: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
წინასაინაუგურაციო მიღებაზე სალომე ზურაბიშვილი შეხვდა სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს, თავდაცვის მდივნობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს, წარმომადგელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დონალდ ტრამპის ვაჟს დონალდ ტრამპ უმცროსს და სხვებს.