აჭარამ სეზონზე 80 ათასი ტონა ციტრუსი გაყიდა. ექსპორტიდან შემოსული თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს.
დღეს აჭარაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ჩავიდნენ და ციტრუსის სეზონი შეაფასეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ციტრუსის გატანა ევროკავშირის ახალ ბაზარზეც ხდება, რაც რეგიონში მაღალ შემოსავალს განაპირობებს.
ამ დროისთვის ციტრუსის ექსპორტი ათ ქვეყანაში ხდება, მათ შორის მეზობელ უკრაინასა და სომხეთში. მოსავლის აღება აჭარაში დღეს დასრულდა