დათო ევგენიძე რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე სოლო კონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპოზიტორმა განუცხადა 27 ოქტომბერს ის თავის ახალ ნაწარმოებებს შეასრულებს.
"ახლა ვმუშაობ და მთლიანად გადართული ვარ ამ კონცერტზე. იქნება ძალიან ბევრი ახალი ნაწარმოები", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან"ევგენიძემ.
აღსანიშნავია, რომ ევგენიძის საავტორო კონცერტში მონაწილეობას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ დავით ევგენიძემ და გოგა ხაჩიძემ აგვისტოში, ბათუმში ერთობლივი კონცერტი გამართეს.