ცნობილმა კოლუმბიელემა მომღერალმა შაკირამ სოცილურ ქსელში გამოქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ გროზნოში 5 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტზე მიწვეული არ არის.
მანამდე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, რომელსაც 5 ქოტომბერს 35 წელი უსრულდება, განაცხადა, რომ შაკირა, სახელგანთქმული მევიოლინე ვანესა მეი და სხვა ცნობილი სახეები მიწვეული არიან ბიზნეს-ცენტრ "გროზნი-სიტის" გახსნის ცერემონიაზე.
შაკირას ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაცია დაადსტურა მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოშანა სტოუნმაც.
გამოვა თუ არა ვანესა მეი კონცერტზე, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორები 500 ათასი დოლარის ჰონორარს პირდებიან, გაურკვეველია.