"თიბისი გალერეაში" ბიძინა კვერნაძის წიგნის "ხანდაზმული ვარ, ხან არა..." პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის შექმნის იდეა სანდრო ყანჩელს ეკუთვნის, როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა წიგნზე მუშაობა მან ჯერ კიდევ კომპოზიტორის სიცოცხლეში დაიწყო.
"დაახლოებით 2 წელია რაც ვმუშაობ. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ბატონი ბიძინას ცხოვრების პერიოდში დაიწყო და ჩაისახა. მასალის გადარჩევა ბატობი ბიძინნას თანდასწრებით ხდებოდა. სამწუხაროდ, მე ვერ მოვასწარი ამ წიგნის გამოცემა მისი ცხოვრების პერიპოდში. არავინ ველოდით რომ ესე უეცრად დაგვტოვებდა. მაგრამ როგორც ამბობენ, იქაც მიუვიდოდა ამბავი რომ საზოგადოება კმაყოფილი დარჩა ამ გამოცემით", - აღნიშნა სანდრო ყანჩელმა.
"ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორია. მისი მუსიკა ბედნიერს მხდის. სასიამოვნოა, რომ ის ასეთივე კარგი იყო იუმორში, ურთიერთობაში და ეს წიგნი არის ერთ-ერთი პატარა შეხება ბიძინას ნიჭიერებასთან", - ამბობს დავით ევგენიძე.
"მე მხვდა ბედნიერება ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნით ვყოფილიყავი ბიძინას გვერდით. ის იყო ჩემი მასწავლებელი, არამარტო კონსერვატორიაში, არამეს მის გარეთაც. არ მახსოვს დამეწეროს ნაწარმოები და მისთვის არ მენახოს. არ მიმეღოს შენიშვნები. მე მის მელოდიებს ღვთაებრივს ვუწოდებ. ბიძინა დაჯილდოვებული იყო განსაკუთრებული ნიჭით. ჩვენ ბევრი კომპოზიტორი გვყავდა, ვინც ბრწყინვალედ წერდა სიმღერებს მაგრამ ბიძინა იყო აბსოლუტურად განსხვავებული, მე ვიტყოდი თავისი პოეზიით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გია ყანჩელმა.
პოეტი ჯანსურ ჩარკვიანი კომპოზიტოს "ბილწინას კვერნაძედ" მოიხსენიებს და როგორც ბიძინა კვერნაძის მეუღლე, ნუგეშა იხსენებს ის უსაზღვრო იუმორით იყო დაჯილდოვებული.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ბიძინას წიგნის გამოცემაში დაეხმარა. ვფიქრობ, მან საზოგადოებას არამარტო თავისი ნაწარმოებებით შეაყვარა თავი, არამედ თავისი იუმორით", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ნუგეშა კვერნაძემ.
საღამოზე ნანი ბრეგვაძემ კომპოზიტორის მიერ შექმნილი "ვარდები" შეასრულა. მისი ნაწარმოებები შეასრულეს ეკა მამალაძემ და მისმა ქალიშვილმა ნატალიმაც.
"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნანი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ წიგნში ძალიან ბევრი რამე არ არის შესული, იმიტომ ბიძინა კვერნაძე ყოველთვის ხუმრობით საუბრობდა და ყოელივე ამის შეტანა წიგნში წარმოუდეგენლია.
"მე ყოველი მასთან შეხვედრა მაბედნიერებდა. ძალიან ძნელია ბიძინაზე ერთი სიტყვით თქვა, ძალიან ბევრი რამ შეიძლება ისაუბრო. ის იყო როგორც დიდებული კომპოზიტორი და ხელოვანი, ის ასევე, დიდებული ადამიანიც გახლდათ. ის ყოველთვის ხუმრობით საუბრობდა და ყოელივე ამის შეტანა წიგნში წარმოუდეგენლია. სამწუხაროდ, წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სამაგიდო წიგნი გახდება", - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ღონიძიება "თიბისი გალერეაში" მოეწყო. როგორც მისმა წარმომადგენელმა, თამარ კირვალიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა მსგავსი საღამოების მოწყობა მათი პრიორიტეტია.
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ხელწ ვუწყობთ ასეთი ხელოვანების საღამოების და მათი ნამუშევრების პრეზენტაციების მოწყობას. ბატონი ბიძინას სარამო ჩვენთან უკვე მეორედ მოეწყო და ვფიქრობ, მომავალშიც ხშირად გაგრძელდება", - განაცხადა კირვალიძემ.