1-ელ ოქტომბერს თბილისში, მთაწმინდის პარკსა და გრიბოედოვის თეატრში, ფესტივალი "ჩვენებურები" გაიმართება.
"ჩვენებურები" 28 სექტემბერს ბათუმის ოპერის თეატრში გაიხსნა. მასში წელს თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, აშშ-იდან, ისრაელიდან და სომხეთიდან ჩამოსული კოლექტივები და შემსრულებლები მონაწილეობენ. ფესტივალი ბათუმის შემდეგ, 29 სექტემბერს, განახლებულ ანაკლიაში გაგრძელდა.
პროექტი 2004 წლის გაზაფხულზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.
საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურებს" 2007 წლიდან გიული ალასანია ხელმძღვანელობს.
მე-15 საერთაშორისო ფესტივალი 2 ოქტომბერს დაიხურება.