1-ელ ოქტომბერს, 15:00 საათზე, სიღნაღში სტარტს აიღებს საერთაშორისო ფესტივალი ჰაერნაოსნობაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, მაია სიდამონიძე გახსნის.
ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტარდება და 1-იდან 3 ოქტომბრამდე გასტანს. საქართველოს გარდა, მასში მონაწილეობას მიიღებს 18 მფრინავი 10 ქვეყნიდან - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვეიცარია, ფინეთი, ლიტვა, სომხეთი, რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა.
საქართველოში იმყოფება უკრაინული ტელეარხის, "ინტერის" გადამღები ჯგუფი, რომელიც ფესტივალის მიმდინარეობის შესახებ სიუჟეტებს ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გადასცემს. ფესტივალის მონაწილე საჰაერო ბუშტები სტარტს სიღნაღის ცენტრალური მოედნიდან აიღებენ, ფრენები კი განხორციელდება სიღნაღისა და თელავის ზონის ალაზნის ველზე.