"მის საქართველო 2011" 1-ელ ოქტომბერს ბათუმში მოეწყობა. ამასთან დაკავშირებით "იმიჯ ცენტრის" ხელმძღვანელმა ია კიწმარიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მის მსოფლიოზე" 20 გოგონადან ერთი გაემგზავრება. კონკურსში გოგონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ.
"წელს წარმოდგენილ ოცეულში არის ბათუმი, გორი, წალენჯიხა, რუსთავიდან ორი გოგონაა. ვცდილობთ რაც შეიძლება ბევრი გოგონა იყოს რეგიონიდან, მაგრამ ფინალურ კასტინგზე ვარჩევთ საუკეთესოებს. ყოველწლიურად, რეგიონებიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა. წლის განმავლობაში 3 ათასი განცხადი გვაქვს ხოლმე. წინაშესარჩევ ტურებში მე თავად ვარჩევ კანდიდატებს", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, მიაღწევს თუ არა წელს წარმატებას "მის მსოფლიოზე" საქართველოს წარმომადგენელი და ჩაჯდება თუ არა ჩვენი კონკურსანტი მსოფლიო სტანდარტებში, კიწმარიშვილს წინასწარ პროგნოზის გაკეთება უჭირს.
"ყოველწიურად საკმაოდ დიდ ენერგიას და დროს ვხარჯავთ იმისათვის, რომ გოგონები მოვამზადოთ. საბოლოო შედეგზე ვერასდროს პასუხს ვერ ვაგებთ, რადგან ეს არის საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ. ყოველ წელიწადს ვცილობთ მაქსიმუმის მიღწევას და წინასწარ ამის შესახებ შეფასება ძალიან ძნელია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კონტიგენტი წინა წლებთან შედარებით იზრდება. ახლა ძალიან საინტერესო გოგოები გვყავს და წელსაც ღირსეული გაიმარჯვებს", - აღნიშნავს კიწმარიშვილი.
კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ალექსანდრა ლატარია წალენჯიხიდან არის და როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მას წალენჯიხაში კონკურენტი არ ჰყავს.
"ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევ. წალენჯიხაში არ მყავდა კონკურენტები და შევეცდები აქაც ღირსეულად წარვსდგე ჟიურის წინაშე", - აცხადებს 21 წლის კონკურსანტი.
ცნობისთვის, კონკურსი ზღვისპირა ქალაქში ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.