1-ელ ოქტომბერს, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ნინო ხარატიშვილი სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლს დგამს. სპექტაკლი, სახელწოდებით "ლივ შტაინი", თეატრში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით იდგმება.
"სპექტაკლი პიანისტ ქალზეა, რომელსაც შვილი უკვდება. სპექტაკლში ყველა პერსონაჟს თავისი ტრაგედია აქვს. ძალიან მინდოდა თბილისში სპექტაკლის დადგმა, მიხარია, რომ ეს თეატრალურ ფესტივალს დაემთხვა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რეჟისორმა.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორი საქართველოდან 9 წლის წინ წავიდა და შემოქმედებითი ცხოვრება გერმანიაში განაგრძო. წელს ის პირველად თანამშრომლობს ქართულ თეატრთან.