საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქანდაკება თბილისში მოსკოვიდან რამდენიმე კვირაა რაც ჩამოიტანეს. ამჟამად ძეგლი შეფუთულ მდგომარეობაშია და გაურკვეველია, თბილისში სად იგეგმება ილია II-ის ძეგლის დადგმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაია გაგუამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ უწმინდესმა შეიძლება ქანდაკების დადგმაზე უხერხულობის გამო უარი ვერ თქვას.
"იქიდან გამომდინარე, რომ ვიცნობ პატრიარქს, შემიძლია გითხრათ, რომ არა მგონია, უნდოდეს თავისი ქანდაკების დადგმა ქალაქში, მაგრამ სხვა გზა თუ არ იქნება, მისი თავმდაბლობიდან გამომდინარე, შეიძლება დათანხმდეს", - აღნიშნა გაგუამ.
ილია II-ის ქანდაკების ავ¬ტო¬რი რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატ¬ვა¬რი ზუ¬რაბ წერეთელია.
წერეთელმა 2.8 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება 2003 წელს შექმნა და აქამდე მოსკოვში, რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის ხელოვნების მუზეუმში იყო განთავსებული.