"ჩვენ ვემზადებით მშვიდობისათვის და გვინდა მშვიდობა როგორც არადროს",_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე.
"ჩვენ ვიგებთ მშვიდობას და ამითაა გაღიზიანებული მტერი. მტერი ემუქრება ამ მშვიდობას იმის გამო, რომ ჩვენ მშვიდობას ვიგებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობა არ დაგვერღვეს. მტერმა იცის, რომ მშვიდობას აგებს და ომსაც წააგებს. ეს არის ჩვენი გვარდიის უპირველესი ამოცანა",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.