საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში დღეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი 83-ე თეატრალურ სეზონს გახსნის, სადაც ის სამ სპექტაკლს წარადგენს.
დღევანდელი ფესტივალი რეჟისორ ლევან წულაძის "დეკამერონით" დასრულდება. "სპექტაკლი დავიწყებული მომავლის შესახებაა, რომელიც ღრმა ძილში ნანახი სიზმარივით მუდამ ჩვენთანაა, მაგრამ გაღვიძებულს არასდროს გვახსოვს. ესაა სიკვდილსა და დაბადებას შორის ჩატეული ამბავი, ამბავი თითოეული ჩვენთაგანისა", - აღნიშნავს რეჟისორი, ლევან წულაძე.
ცნობისთვის, სპექტაკლში მარლენ ეგუტია, ეკა ნიჟარაძე, ნიკა კუჭავა, ბექა გოდერძიშვილი, ზაზა იაქაშვილი, ჯაბა კილაძე, მალხაზ აბულაძე, ირმა ბერიანიძე, ქეთი ცხაკაია, ბესო ბარათაშვილი, ზურა ბერიკაშვილი, ონისე ონიანი, ზაზა სალია, დავით ხურცილავა, მანანა კოზაკოვა, ბაია დვალიშვილი, ნინო წულაძე, ელენე საზანდარიშვილი,მაკა შალიკაშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, გივი ჩუგუაშვილი, ნინო გაჩეჩილაძე, ზაზა გოგუაძე, პაატა ინაური და დავით ქუთათელაძე მონაწილეობენ.
წარმოდგენა ორ მოქმედებიანია და სპექტაკლის პრემიერა მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართა.