დღეს, 30 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ოპერის მომღერლების - სულხან გველესიანის, გიორგი მახარაძის, ლეგი იმედაშვილის, ირინე რატიანის, ელენა პუტილოვას, ლევან მაკარიძის, თამაზ საგინაძის, მანანა იორდანიშვილის, თეატრის გუნდისა და სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით საკონცერტო შესრულებით აჟღერდება ჯუზეპე ვერდის ოპერა "ნაბუქო".
თეატრის შენობის რეკონსტრუქციის გამო, საოპერო სპექტაკლებს და კლასიკური მუსიკის კონცერტებს ოპერის თეატრი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართავს.