დღეს, 29 სექტებერს, 16:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლას ესტუმრება.
კულტურის მინისტრი შეხვდება ნიჭიერთა ათწლედის დირექტორს თამუნა შენგელიას და პედაგოგებს. საუბარი შეეხება ათწლედში არსებულ ვითარებას, პრობლემებს, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს.