საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან ქართული თეატრების სპექტაკლების ჩვენება მოეწყობა. მასში მონაწილეობას თბილისში არსებული რამდენიმე თეატრი იღებს, მათ შორის დღეს რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას "ნადირობის სეზონს" წარადგენს. ასევე, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი 22:00 საათზე, სპექტაკლ "აკრძალულ თამაშებს" გამართავს.
თეატრალურ ფესტივალის ქართულ პროგრამაში, დღეს თავისუფალი თეატრიც არის, რომელიც 19:00 საათზე, "თოჯინების სახლს" წარადგეს.