29 სექტემბერს, 15 საათზე „ახალ თეატრში" გაიხსნება მეოთხე თეატრალური სეზონი ნიკა საბაშვილის სპექტაკლით „ქაღალდის წვიმა". სპექტაკლის რეჟისორმა 2011 წელს თეატრალურ პრემიაზე დურუჯი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პრემია ; საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი მიიღო.
აღნიშნული სპექტაკლით ახალი თეატრი მონაწილეობას იღებს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამაში. სწორედ ქართული „Show Case" -ის პირველ საფესტივალო დღეს ნახავენ უცხოელი ექსპერტები, თეატრის კრიტიკოსები და მენეჯერები ნიკა საბაშვილის „ქაღალდის წვიმას".
ახალ თეატრს სხვა მნიშვნელოვანი სიახლეც აქვს. ახალი თეატრი ხანმოკლე ისტორიის მანძილზე უკვე გახდა მონაწილე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების და ფორუმების. საერთასორისო ტურნეს „ქაღალდის წვიმა" „high fest"- დან იწყებს. 6 ოქტომბერს ნიკა საბაშვილი დასთან ერთად მიემგზავრება ერევანში თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „HIGH FEST" მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული ფესტივალი სწორედ ახალი თეატრის სპექტაკლით იხურება 8 ოქტომბერს.
„ჰაი ფესტი" რაც ქართულად „მაღალ ფესტივალს" ნიშნავს ერთ-ერთი პოპულარული ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპაში. მისი ორგანიზატორია „სომხეთის სამსახიობო გაერთიანება", რომელიც დაარსდა 2000 წელს ნიდერლანდების სამეფოს „კულტურის საერთაშორისო ფონდის" მიერ.
ამ ფესტივალის ოფიციალურ პარტნიორს სწორედ ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდი წარმოადგენს. 2001 წლიდან ერევანში ყოველწლიურად იმართება საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი.
2006 წლიდან ფესტივალი უფრო წარმომადგენლობითი გახდა და მასში მონაწილეობას იღებდა დასავლეთ ევროპის, აზიის და დანარჩენი მსოფლიო მრავალი ქვეყანა. მათ შორის ამერიკა, ევროპიდან: საფრანგეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ლიტვა, საქართველო, ესპანეთი, იტალია, ლიდერლანდები, შვედეთი, პოლონეთი, მაკედონია, გერმანია, ისრაელი, აზიიდან: სინგაპური, კაზახეთი, ინდოეთი,
ფესტივალს სამი პროგრამა აქვს, მათ შორის, საბავშვო და თოჯინების თეატრების, ახალგაზრდული და ექსპერიმენტული სპექტაკლების და მთავარი. ფესტივალის მთავარ პროგრამაში მონაწილოებას იღებენ მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე რეჟისორები. ნიკა საბაშვილი კი პირველია ახალგაზრდა რეჟისორებს შორის რომლის სპექტაკლიც ფესტივალის მტავარ პროგრამაში მოხვდა.
გარდა ამისა, ახალმა თეატრმა მულტი-პულტის სამყაროსთან ერთად, რომელიც ახალი თეატრის სპექტაკლის „ქაღალდის წვიმა" სპონსორია, ატარებს სახალისო ფოტო კონკურსს სახელწოდებით „მე მინდა გადავიღო ქაღალდის წვიმა". იმისათვის რომ მონაწილეობა მიიღოთ ფოტო კონკურსში, აუცილებელია გამოაგზავნოთ თქვენი ფოტო მეილზე Akhaliteatri@gmail.com ფოტო, რომელიც ყველაზე მეტ Like's მიიღებს იქნება გამარჯვებული.
კონკურსი გაგრძელდება 15 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე და გამარჯვებული გამოვლინდება 18 ნოემბერს, რომელსაც საჩუქარი ვიდეო კამერა გადაეცემა სპექტაკლის დაწყებამდე ახალ თეატრში. კონკურსი ჩატარდება ახალი თეატრის Facebook გვერდზე