დღეს, 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მე-3 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ქართული შოუ ქეისის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის ტრაგიკომედიური ჟანრის სპექტაკლი "ჩვენი პატარა ქალაქი", რომელიც მისი სამსახიობო ჯგუფის მე-4 კურსის სადიპლომო ნამუშევარია.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სადიპლომო და საკურსო სპექტაკლები ქართული შოუ ქეისის ფარგლებშია წარმოდგენილი.
"სპექტაკლები ნაჩვენები იქნება თეატრალურის უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სრულიად განახლებულ სცენაზე, რომლის მასშტაბური რეკონსტრუქციაც, მისი დაარსებიდან დღემდემდე, რექტორის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, პირველად განხორციელდა. სრულიად განახლებულია სცენა, დარბაზი, განათების და ხმის სისტემა, საგრიმიორო და თეარალური კოსტიუმების გარდერობი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მეჯერმა ჯაბა სიხარულიძემ.
სპექტაკლი "თოჯინების სახლი" იქნება თავისუფალ თეატრში, ყველა დანარჩენი კი სასწავლო თეატრში. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.