დღეს, 29 სექტემბერს, განახლებულ ანაკლიაში საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" გაგრძელდება, ხოლო 1-ელ ოქტომბერს ფესტივალი თბილისში მთაწმინდის პარკსა და გრიბოედოვის თეატრში გადაინაცვლებს.
"ჩვენებურები" 28 სექტემბერს ბათუმის ოპერის თეატრში ფესტივალი გაიხსნა. მასში წელს თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, აშშ-იდან, ისრაელიდან და სომხეთიდან ჩამოსული კოლექტივები და შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტი 2004 წლის გაზაფხულზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა. საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურებს" 2007 წლიდან გიული ალასანია ხელმძღვანელობს.
მე-15 საერთაშორისო ფესტივალი 2 ოქტომბერს დაიხურება.