დღეს, 26 სექტემბერს, "ვისოლი" ქართული სპორტის განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებს შეაჯამებს .
დღესევ კომპანია საზოგადეობას "ტორპედო ქუთაისის" ახალ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს წარუდგენს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, "ვისოლი" ერთადერთი ბიზნეს ჯგუფია, რომელმაც სპორტის განვითარებისთვის დაახლოებით 25 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
მხოლოდ "ტორპედო ქუთაისის" გუნდისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის "ვისოლმა" 10 მლნ-მდე ლარი გაიღო.